|
2024-10-25 14:12:03, 349 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - 17 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა თქვა, რომ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში - როგორც ვატყობ, კიდევ ერთი ტყუილის მოწმე ვართ
როგორც ვატყობ, არის კიდევ ერთი ტყუილი, რომლის მოწმე ჩვენ ვართ. 17 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ჩაატარა ბრიფინგი და მათ თქვეს, რომ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ამ თემასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროსთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, შესაბამისად, აქვს ეჭვი, რომ არასამთავრობოების ეს ბრიფინგი წინასაარჩევნოდ შექმნილი თემა იყო, რომ კანონი სტრასბურგის სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. მანვე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ნათლად თქვა, რას ნიშნავს რუსული კანონი და გამოჩნდა, რომ ქართულ კანონს საერთო არაფერი აქვს რუსეთში მოქმედ კანონთან. "დღემდე, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა იუსტიციის სამინისტროსთან, ამიტომ, მე პირადად მაქვს ეჭვი, რომ მათ ეს ბრიფინგი ჩაატარეს უბრალოდ წინასაარჩევნოდ, იმისთვის, რომ შეექმნათ კიდევ ერთი თემა, რომ გასაჩივრებულია ეს კანონი. თუმცა, დღემდე, არანაირი ინფორმაცია არ არის, რომ მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, ამიტომ, ესეც საინტერესო იქნება, შეტანილი აქვთ თუ არა საერთოდ ეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, რაც რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, შეუძლიათ გაასაჩივრონ, თუმცა, როცა ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის იყო გამოყენებული თავად თემა და ტყუილი, რომ თითქოს, ამ კანონს რაიმე საერთო აქვს რუსეთში მოქმედ კანონთან. სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ არაფერი საერთო ამასთან არ აქვს - უთხრა ეს ენჯეოებს, უთხრა ეს ოპოზიციას, უთხრა ეს უცხოელ პოლიტიკოსებს, უთხრა ეს უცხოელ დიპლომატებს, რომ ყველანი ისინი ტყუოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და რომ ეს იყო მავნე დეზინფორმაციული კამპანია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)