|
2024-10-25 14:02:01, 354 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ „საუკუნის ტყუილს, რაც ქართული კანონის რუსულად წარმოჩინებას გულისხმობდა, წერტილი დაუსვა“. როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პუნქტებად ჩამოწერა, თუ რა არის პრობლემური რუსეთში მოქმედ კანონში და საზოგადოებამ დაინახა, რომ „არც ერთი ეს პუნქტი, ქართულ კანონში არ გვხვდება“. „საერთო ჯამში, ჩვენ გვქონდა ძალადობის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია - რომელიც ასევე, მნიშვნელოვანი იყო და აქ მე ხაზს გავუსვამ ერთ საკითხს, რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის კანონს“ და მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას დისკრედიტაციისთვის. ამას რამდენიმე დღის წინ წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც აჩვენა, თუ რას ნიშნავს რუსული კანონი, პუნქტებად ჩამოწერა, თუ რა არის პრობლემური რუსულ კანონში და ყველამ დავინახეთ, რომ არც ერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში არ არის და ამით ეს საუკუნის ტყუილი რუსულ კანონთან დაკავშირებით დასრულდა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)