|
2016-02-26 12:20:54, 408 ნახვა
პოლიტიკა
თაქთაქიშვილი: ანა დოლიძე მოსკოვში არსებულ ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ანა დოლიძე, რომელიც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად წარადგინა, 2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე მოსკოვში არსებულ ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა. მისივე თქმით, კვლევა 2008 წლის ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა. ამ ორგანიზაციის სახელია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა“ Russian Justice Initiative. „თავისთავად კონსულტაციის გაწევა რუსეთში მოქმედი ორგანიზაციისთვის ან თანამშრომლობა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა პრობლემა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ამ ორგანიზაციამ 2008-2009 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რამდენიმე ათეული სარჩელი შეიტანა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის და „ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების“ სახელით. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა „სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფოს ადანაშაულებს ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის დროს რუსეთის მოქალაქეების განზრახ მკვლელობაში. გახსოვთ, რომ „მძინარე ცხინვალის დაბომბვა“ და „ოსების გენოციდი“ ვლადიმირ პუტინის მთავარი ბრალდებები იყო საქართველოს მაშინელი ხელისუფლების მიმართ. რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივამ სულ რამდენიმე თვის წინაც, მიმართა განაცხადით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას. 2015 წლის ნოემბრის შეტყობინებით ორგანიზაცია ითხოვს „ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების“ საჩივრების გამოძიებას. კერძოდ, საუბარია 20-დე დაზარალებულის საქმის განხილვაზე, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ 2008 წლის ომის დროს ცხინვალში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმაში, სამოქალაქო პირების მკვლელობებში, გატაცებებსა, და მძევლად აყვანაში. ანა დოლიძე ერთადერთი არ არის რესპუბლიკური პარტიის კადრებიდან. ამ ორგანიზაციასთან 2008-2010 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა თამარ ხიდაშელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იმჟამინდელი ხელმძღვანელი. ის ახლა საქართველოს პარლამენტის წევრია. საგანგაშოა, რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომლის წევრები, პირდაპირ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის მტრის, რუსეთის ინტერესებს და რჩევებით ამარაგებენ იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წელს ომის დანაშაულების ჩადენაში, ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმასა და მკვლელობებში",-აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)