11:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 11:46:05, 350 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ვორქშოფების სერია გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ვორქშოფების სერია გაიმართა.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ვორქშოფების სერიას კრეატივის სკოლის დამფუძნებელი, კოტე იანტბელიძე გაუძღვა. ტრენინგების სერია მიზნად ისახავდა სასკოლო საგნებით მოსწავლეების დაინტერესებას კრეატიული იდეებისა და სამაგიდო თამაშების შექმნის დახმარებით.

ვორქშოფის ,,როგორ გამოვიყენოთ სასკოლო საგნები კრეატიული იდეების მოსაფიქრებლად" ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ იდეების გენერირების მეთოდებს, სახალისო სავარჯიშოებს და სასკოლო თემატიკებიდან, სახელმძღვანელოების მასალებიდან კონკრეტული იდეების მოფიქრების მეთოდებს.

საბაზისო განათლების პროგრამის ვორქშოფების ფორმატის შესაბამისად, მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნის ჭრილში დააგენერირეს იდეები, დაჯგუფდნენ რამდენიმე გუნდად და სასკოლო საგნების მიხედვით შექმნეს და წარადგინეს სამაგიდო თამაშების კონცეფციები.

„ბაზისბანკი აქტიურად უჭერს მხარს USAID-ის მიერ ორგანიზებულ აქტივობებს და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო პროექტებში ბანკის ჩართულობა. საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას, სწავლების პროცესში მათ მაქსიმალურ ჩართულობასა და განსხვავებულ მიდგომას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის ცნობიერების ამაღლებისა და განათლების გაღრმავების მიმართულებით“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics