13:16 - 20 Oct, 2026
|
2024-10-24 13:04:04, 779 ნახვა
ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - რუსმა სამხედროებმა 4 უკრაინელი ჯარისკაცი დააკავეს, კამერის წინ დაკითხეს და მოკლეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის 4 ჯარისკაცი დააკავეს, კამერის წინ დაკითხეს და შემდეგ მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 2024 წლის 6 ოქტომბერს უკრაინის ეროვნული გვარდიის 4 ჯარისკაცი სამსახურებრივი და საბრძოლო დავალებების შესრულების დროს ქალაქ სელიდოვეს მიდამოებში აიყვანეს. “სამხედრო ტყვეების მკვლელობა ჟენევის კონვენციების უხეში დარღვევაა და კვალიფიცირდება როგორც მძიმე, საერთაშორისო დანაშაული. მომხდარზე წინასწარ გამოძიებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები აწარმოებენ“,- აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)