|
2024-10-24 09:16:10, 756 ნახვა
ომი უკრაინაში
ლუკაშენკო - ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს
ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთხოვია ბელარუსისთვის ჯარების გაგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართვად. "მე ვიცი ვლადიმერ პუტინის ხასიათი და ის არასდროს ეცდება, დაარწმუნოს სხვა ქვეყანა, რომ თავისი სამხედროები ჩარიოს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სპეციალურ ოპერაციაში. ეს იქნება ნაბიჯი კონფლიქტის ესკალაციისკენ, თუ ხაზზე იქნებიან რომელიმე ქვეყნის სამხედროები, თუნდაც ბელარუსიის. თუნდაც ჩვენ რომ ჩავერთოთ ომში, ეს იქნება გზა ესკალაციისკენ. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ, ანგლო-საქსები მომენტალურად იტყვით, რომ სხვა ქვეყანა ჩაერთო და ნატოს ჯარები უკრაინაში განლაგდებიან",- აღნიშნა ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)