2024-10-23 14:20:32, 340 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს ჩატარდება
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შესაბამისი დადგენილება ბელარუსის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე მიიღეს.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იგორ კარპენკომ განაცხადა, რომ ცესკო საარჩევნო კამპანიის დასაწყებად მზად არის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,