19:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 10:23:35, 430 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ენერგეტიკულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების ორმხრივმა შეწყვეტამ, შეიძლება, ომის ცხელი ფაზა დაასრულოს

ენერგეტიკულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების ორმხრივმა შეწყვეტამ, შესაძლოა, ომის ცხელი ფაზა დაასრულოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატვირთო გემებზე საჰაერო თავდასხმების შეწყვეტამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას მოლაპარაკებებს.

"ენერგეტიკასა და ნაოსნობის თავისუფლებას როდესაც ეხება საქმე, ამ საკითხებში შედეგის მიღწევა იქნებოდა სიგნალი იმისა, რომ რუსეთი, შესაძლოა, მზად არის ომის დასასრულებლად. პირველი სამიტის დროს დავინახეთ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვესხმით თავს მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ისინი არ ესხმიან თავს ჩვენსას. შეიძლება, ამან გამოიწვიოს ომის ცხელი ფაზის დასრულება? ვფიქრობ, რომ კი",- აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, თუ მოსკოვი და კიევი ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე თუ შეთანხმდებიან, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის დეესკალაციისკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics