|
2024-10-22 14:35:18, 950 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის კვლევის სამსახური - ევროკავშირსა და ნატოს სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ტრაექტორიას არჩევნები განსაზღვრავს
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტრაექტორიას განსაზღვრავს. ამის შესახებ აღნიშნულია 14-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტის კვლევის სამსახურის წევრმა, ანა კაპრილემ ევროპარლამენტს გაუგზავნა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება და კენჭისყრის შედეგები "უაღრესად მნიშვნელოვანი" იქნება. ამასთან დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც აფერხებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას. "საქართველოს საარჩევნო კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები გააკრიტიკეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა. კომისია, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში მიიღებს 2024 წლის გაფართოების პაკეტს, რომელიც შეაფასებს კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პროგრესს",- ნათქვამია დოკუმენტში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)