|
2024-10-22 12:36:07, 407 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ზუგდიდში, შსს-ს პოლკოვნიკი გდდ-ს თანამშრომლებისგან „საეჭვო ოჯახის წევრთა“ პირადობის მოწმობებს ითხოვდა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ პოლკოვნიკი პოლიკარპე ჯღამაძე ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს „საეჭვო ოჯახის წევრთა“ სიასა და პირადობის მოწმობებს სთხოვდა, რათა „ისინი არჩევნებზე არ წასულიყვნენ“. როგორც წითლიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, „ამაყი საქართველოს მოქალაქეები უკანონო ბრძანებებს აღარ ასრულებენ“. „ქართული ოცნების“ უსუსური და უბადრუკი მცდელობა, პირადობა ჩამოართვას და სახლში დატოვოს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები, ყოველდღიურად სრულდება კრახით ზუგდიდში. დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ეხება ზუგდიდში შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტს. ზუგდიდში ამ დეპარტამენტის რამდენიმე განყოფილებაა და ისინი არიან სანქცირებული „ხარებას“ ზედამხედველობის ქვეშ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ამ დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი პოლიკარპე ჯღამაძე მათგან ითხოვდა ჯერ ოჯახის წევრების სიას, შემდეგ კი იმ საეჭვო ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების მიტანას განყოფილებაში, რომლებიც არ აძლევენ ხმას „ქართულ ოცნებას“. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ამ თანამშრომლებს პირადად ესაუბრათ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. ამ ადამიანებმა დაასახელეს უკანონო დავალებების მიმცემ პირთა სახელები და გვარები. ჩვენი რეაგირების შემდეგ, პოლიკარპე ჯღამაძემ ეს ადამიანები დაიბარა და უთხრა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია სადამკვირვებლოო მისიების ინფორმირებულობის შესახებ და ამ ადამიანებს გაუუქმდათ პირადობის მოწმობების მიტანის ვალდებულება. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ უკანონო ბრძანებებს აღარ ასრულებენ ამაყი საქართველოს მოქალაქეები, ზუგდიდელები და ეს უკანონო ბრძანება პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ სრულდება კრახით. ახლა მე მინდა მივმართო შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და პოლკოვნიკ პოლიკარპე ჯღამაძეს: ხომ ნახეთ, რომ თქვენი უკანონო ბრძანება დასრულდა კრახით, ხომ ნახეთ, რომ თქვენი თანამშრომლები ამ ბრძანებას არ ასრულებენ, თქვენ იცით, რომ არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებისთვისაც ეს უკანონო დავალება გაქვთ მიცემული, მოგიწოდებთ, რომ დღის ბოლომდე კეთილი ინებოთ და ეს ადამიანები გაათავისუფლოთ ამ ვალდებულებისგან“,- განაცხადა წითლიძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)