|
2024-10-22 12:06:01, 251 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - რეგისტრირებული 102 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 37 პოლიტიკურ პარტიებთანაა დაკავშირებული
25 სექტემბრის შუალედური ანგარიშის შემდეგ, ცესკოში რეგისტრაცია დამატებით 53-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაიარა - “ქართული ოცნების“ მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით ჩატარდა მონიტორინგი, პოლიტიკურ სუბიექტებთან ამ ორგანიზაციების კავშირების დასადგენად,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, “კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რეგისტრირებული 102 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 37 ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან. დადგინდა ისიც, რომ 16 ორგანიზაცია ეწევა მმართველი პარტიის საწინააღმდეგო კამპანიას, რაც დასტურდება მათივე ანგარიშებით და საჯარო აქტივობებით“. “კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან, გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და/ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობით. რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და/ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მრავალი წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ცესკოს მიერ რეგისტრირებული 102 ორგანიზაციიდან 37 ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან, ანუ ყოველი მესამე , 36% არის პირდაპირ აფილირებული პოლიტიკურ პარტიებთან. მონიტორინგის ფარგლებში, აგრეთვე, დადგინდა, რომ 16 ორგანიზაცია ეწევა მმართველი პარტიის “ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას, რაც დასტურდება მათივე ანგარიშებით და საჯარო აქტივობებით, ანუ რეგისტრირებულთა 16%-ზე გვაქვს საუბარი. შესაბამისად, საჯარო წყაროებზე დაფუძნებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ცესკოში რეგისტრირებული 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 53, ანუ ნახევარზე მეტი - 52%, ეწევა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობას“,- აღნიშნა მიქანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)