|
2024-10-22 11:38:03, 384 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა მთავრობას, რომელიც თქვენს ნებას გამოხატავს
გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა მთავრობას, რომელიც თქვენს ნებას გამოხატავს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკაშვირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები „ისტორიულ მინიმუმზეა“. „გულწრფელად გეტყვით, ოთხ დღეში შესაძლებლობა გექნებათ, წახვიდეთ და თქვენი მომავალი მთავრობა აირჩიოთ. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია. ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა მთავრობას, რომელიც თქვენს ნებას გამოხატავს. ორი დღის წინ, თბილისში ბედნიერების, სიხარულის დღე ვნახეთ - ახალგაზრდები ევროკავშირის დროშებით. ისინი უკეთეს მომავალს იმსახურებენ. შესაძლებლობები აქ უნდა გქონდეთ, ლამაზ საქართველოში და სხვაგან არ უნდა ეძებდეთ უკეთეს მომავალს. საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა დასული, რაც ნათელია, რომ არის ხელისუფლების ნაბიჯების შედეგი. ნახეთ, რა ხდებოდა მოლდოვაში. საკუთარი შვილების მომავლისთვის მიეცით ხმა. ევროკავშირი გარანტიაა უკეთესი ცხოვრებისთვის და არა მხოლოდ ზოგიერთი მდიდარი ადამიანისა და მათი ლიმუზინებისთვის, არამედ ყველა ქართველისთვის. ყველა კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ თქვენ გარდა, ამას ვერავინ გააკეთებს. ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი არჩევანია“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)