|
2024-10-22 10:31:37, 306 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი - ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ
ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ რეალურად. ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და არარეალურს მოგახსენებთ, რაც მაქვს მხედველობაში,- განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს. ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს ერთმანეთს ადარებს და აღნიშნავს, რომ მაშინ „გვიხატავდნენ, რომ აღმშენებლობა არის საოცრება და საოცრებებს სჩადის სააკაშვილი და დღეს, როცა ვაშენებთ, ეს უკვე დანაშაულია“. „გაიხსენეთ აქსისის მშენებლობა რომ დაიწყეს. მიდის აღმშენებლობის პროცესი, სააკაშვილი ქალაქებს აშენებს, აღმაშენებელი არავინ იყო, უკვე დააკნინეს და ასე შემდეგ. მშენებლობა და აღმშენებლობა რა თქმა უნდა, კარგია. ხომ გახსოვთ, ოთხი კუთხიდან ხსნიდნენ, ამ დროს ამდენი მშენებლობა არ ჰქონდათ და ამაზე ბევრი ანეკდოტი დადიოდა. ჩვენთან ჭეშმარიტი აღმშენებლობა მიდის. ახლა ნებისმიერ მშენებლობას, რასაც არ აშუქებენ პირდაპირ დანაშაულის სახით, მუსიკა ისეთი ადევს, რომ -აი კიდევ აშენებენ ეს ნაძირალები, დაახლოებით ასეთი [ტექსტია]. ახლა, ეს ყველაფერი შეცვალეს. ეს არის ის იდეოლოგია, რომელსაც ესენი გარედან იღებენ. ამიტომ დავიწყე მე, როდესაც ლიბერალურ იდეოლოგიაზე მოგახსენეთ ფსევდოს ვეძახი მეთქი კულტურულად, თუმცა ფაშისტურსაც ბევრი ეძახის, რამეთუ მასთან უფრო ახლოსაა, რომ ვირტუალური რეალობა უნდა მოგაჩვენონ რეალობად. მაშინ გვიხატავდნენ, რომ აღმშენებლობა არის საოცრება და საოცრებებს სჩადის სააკაშვილი და აღმაშენებელსაც რომ არ ესიზმრებოდა, დღეს, როცა ვაშენებთ ეს უკვე დანაშაულია. ახლა გადმოაბრუნეს ეს და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ეს არის ცუდი. ამ დროს უამრავი მიღწევა გვაქვს ყველა მიმართულებით“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)