|
2024-10-21 20:21:02, 329 ნახვა
პოლიტიკა
მეცოლა - ევროპა არის მოლდოვა, მოლდოვა არის ევროპა - მადლობა მაია სანდუ
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხმაურება. რობერტა მეცოლამ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისმა ლიდერობამ ისტორიის კურსი შეცვალა. "ყოჩაღ, მოლდოვა. მადლობა თქვენი სიმამაცისთვის. მადლობა, მაია სანდუ. თქვენმა ლიდერობამ და სიმამაცემ ისტორიის კურსი შეცვალა. ევროპა არის მოლდოვა. მოლდოვა არის ევროპა. ჩვენი მომავალი ერთად დაიწერება“,- წერს მეცოლა X-ზე. ცნობისთვის, მოლდოვა მოლდოვაში რეფერენდუმის და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების 100% დაითვალეს. საკონსტიტუციო რეფერენდუმში ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა. ამასთან ერთად, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მისი კონკურენტი ალექსანდრე სტოლიანოგლო კი მეორე ადგილს 29,98%-ით იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)