|
2015-02-13 15:20:27, 903 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი 27 თებერვალს რუმინეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 27 თებერვალს ვიზიტით რუმინეთს ეწვევა, - ვიზიტის დეტალებზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუსმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის მნიშვნელობა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტისთვის მზადება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და ასოცირების შეთანხმების ეფექტური განხორციელებისთვის გადადგმული ნაბიჯები. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბოგდან აურესკუს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის პროცესებში რუმინეთის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. ცნობისთვის, ბოგდან ლუჩიან აურესკუ 2014 წლის 24 ნოემბრიდან იკავებს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. 2012 წლიდან არის ბუქარესტის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საჯარო სამართლის მთავარი ლექტორი. 2006 წელს იყო ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. არის სამართლის მეცნიერების დოქტორი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)