16:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 17:33:46, 346 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ საარჩევნო მიტინგზე 2012-ში

გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ საარჩევნო მიტინგზე 2012-ში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, ხალხის ერთიანობით ამაყობს.

"ძალიან ვამაყობ გუშინდელი ხალხის ერთიანობით. BBC-ის ჟურნალისტმა თბილისიდან ჩართვისას ხალხის რაოდენობას "ძალიან შთამბეჭდავი" უწოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვანახეთ მსოფლიოს, რომ მზად ვართ გამარჯვებისთვის და წინ ვერავინ დაგვიდგება.

გუშინდელი დღე იმითაც იყო ნიშანდობლივი, რომ ერთმანეთის გვერდით იდგა 3 წამყვანი ოპოზიციური ძალის აქტივი და იქვე იყო პრეზიდენტი და ყველანი ძალიან მეგობრულად იყვნენ განწყობილი ერთმანეთის მიმართ.

ისე, ცნობისთვის, გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ საარჩევნო მიტინგზე 2012-ში",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 ოქტომბერს თბილისში მარში, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართა. მარში 5 ლოკაციიდან - გმირთა მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედანიდან, 300 არაგველის ობელისკიდან და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიიდან 17:00 საათზე დაიწყო და თავისუფლების მოედანზე გაგრძელდა. მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics