00:04 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 23:31:39, 1100 ნახვა

სხვადასხვა
"თიბისი ბანკის" წამოწყებით პროექტი #წერექართულად ქართული ფონტების შექმნაზე მუშაობს

ფონტების ინჟინერიის კურსები, კონკურსი „ქართული ა“, ლექსიკონების გაციფრულება, Microsoft-ის სათარგმნი პლატფორმა და ლექსიკოგრაფიის კონგრესი - მიმდინარე ინიციატივების გასაცნობად პროექტი #წერექართულად მედიას და დაინტერესებულ საზოგადოებას ტექნოპარკმა უმასპინძლა.

TBC-ი ბანკის წამოწყებას, რომელიც უკვე მე-6 თვეა წარმატებით მიმდინარეობს, ბევრი ორგანიზაცია შემოუერთდა. დღეს უკვე პროექტის #წერექართულად პარტნიორები არიან ჯეოლაბი, Microsoft, ეროვნული ბიბლიოთეკა, თსუ-ს ლექსიკოგრაფიული ცენტრი და დიზაინერი ზვიად ციკოლია. 

ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორიამ ჯეოლაბი, „თიბისი ბანკისა“ და კომპანია Monotype Imaging-ის მხარდაჭერით ფონტების ინჟინერიის კურსები დაიწყო. იმისათვის, რომ შეიქმნას ქართული ფონტები კომპიუტერებისა და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობისთვის, საკმარისი არ არის კარგი დიზაინი, საჭიროა ინჟინრული მიდგომა, რაც შრიფტს მანქანურ ენაზე მოარგებს და სტანდარტებს სეუსაბამებს. კურსისთვის 25 ადამიანი შეირჩა, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან 2 თვის განმავლობაში ფონტების ინჟინერიას შეისწავლიან.

მეორე პროექტი, რომელიც ასევე ქართულ ფონტებს ეხება, დიზაინერ ზვიად ციკოლიასთან ერტად ხორციელდება. სრიფტების კონკურსში „ქართული ა“ ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარადგინოს საკუთარი დიზაინით შექმნილი ქართული შრიფტი. შემმოსულ განაცხადებს კონკურსის ჟიური განიხილავს და თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს გამოავლენს. კონკურსანტების ნამუშევრები ინტერნეტშიც განტავსდება, რათა ყველას შეეძლოს მისთვის სასურველი შრიფტისთვის ხმის მიცემა. პროექტის დასასრულისთვის 16 ფონტი გაციფრუდება, რომლებიც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ელექტრნოულ მოწყობილობაში. 

პროექტს ასევე შემოუერთდნენ ეროვნული ბიბლიოთეკა და თსუ-ს ლექსიკოგრაფიის ცენტრი. აროვნულ ბიბლიოტეკაში უკვე დაიწყო ყველაზე სრულყოფილი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულება, რომელიც რამდენიმე თვეში სრულიად უფასოდ განთავსდება ინტერნეტში. ხოლო ლექსიკოგრაფიის ცენტრს #წერექართულად ინიციატივის გასაგრძელებლადრამდენიმე ღონისძიება აქვს დაგეგმილი, მათ შორის ლექსიკოგრაფიის კონგრესი, ლექსიკოგრაფიის კონკურსი სკოლებში და ქარული საბანკო ტერმინოლოგიის გამართვა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა მაიკროსოფტთან ერთად ხორციელდება. Bing Translation Project-ის მტავარი მიზანია შეიქმნას ქართულ-ინგლისური პარალელური სათარგმნი ბაზა, რომელიც რეალურად ნიშნავს თარგმანს სხვა უცხოურ ენებზეც. ამ მიზნით, პირველ ეტაპზე 7 მილიონი ქართული წინადადების სრულყოფილი თარგმანი განხორციელდება ინგლისურად, რისთვისაც ელექტრონული წიგნის სახლი "საბას" ბაზა იქნება გამოყენებული. უკვე ნათარგმნი წინადადებების ბაზა კი Microsoft Machine Learning API-თან ინტეგრირდება, რათა შემდგომ პროგრამამ ტავად შეძლოს ნებისმიერი ქართული წინადადების სწორად თარგმნაა.

#წერექართულად ფარგლებში მიმდინარე თითოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ - დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა; მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გაოყყენებაში და ენა ბარბარიზმებისგან გათავისუფლდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics