18:04 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 10:02:34, 341 ნახვა

პოლიტიკა
ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ივანიშვილმა 2012 წელს გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი თბილისში გამართულ მარშს, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ეხმაურება და მარშის მონაწილე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით შეფასებებს „უნიჭო მანიპულაციებს“ უწოდებს.

ოქრიაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, მივიდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს დაუჭირონ.

„გუშინ ჩატარდა მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომლის უშუალო მონაწილე მეც ვიყავი.

მინდა გამოვეხმაურო სხვადასხვა შეფასებებს და რიგ შემთხვევაში, უნიჭო მანიპულაციებს მარშის მონაწილე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით. იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით და აქედან რამდენიმე დღეში არჩევნები 55%-ით მოიგო. როგორც ჩანს, იგივე სცენარი მეორდება, ოპოზიციის სასარგებლოდ.  

კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას - ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ვის მიეცით ხმა, თუ თქვენ თვითონ არ გაამხელთ. 26 ოქტომბერს მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა ოპოზიციას და ამით მხარი დაუჭირეთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ანუ პროგრესს და სამართლიანობას!" - აცხადებს ოქრიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics