18:04 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-20 22:53:01, 428 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე ეს არის მართლა გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა

„არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე ეს არის მართლა გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე თითოეული საქართველოს მოქალაქე გააკეთებს ევროპულ არჩევანს.“ - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

 „ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის ქართველი ხალხისგან, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ჩვენი ხმა. ჩვენ ახლა შეკრებილები ვართ გმირთ მოედანზე, აქედან დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ. არის სულ ხუთი ლოკაცია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან  ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება და თავისუფლების მოედანზე ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრნი, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიგოს ქართველი ხალხის ხმა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული არჩევანი, რომ ჩვენ ერთიანობით ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, უარს ვამბობთ საერთაშორისო იზოლაციაზე და იმ სიღატაკეზე, რაც საერთაშორისო იზოლაციას მოაქვს. არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე ეს არის მართლა გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა. ეს გადაწყვეტილება ქართველ ხალხს უკვე მიღებული აქვს, ეს არჩევანი ქართველ ხალხს უკვე გაკეთებული აქვს და ახლა ჩვენი ვალია, პოლიტიკური პარტიების, მაგრამ ასევე თითოეული მოქალაქის, რომელსაც აქვს ყველაზე ძვირფასი კონსტიტუციური უფლება, რომ საკუთარი ხმით, საკუთარი არჩევანით განსაზღვროს თავისი ბედი და ჩვენი ქვეყნის მომავალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და ევროპულ არჩევანს გააკეთებს სულ რაღაც ექვს დღეში, 26 ოქტომბრის რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე, სადაც ჩვენი ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ ევროპის განვითარების გზაზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics