18:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 19:05:58, 3505 ნახვა

ეკონომიკა
"საქართველოს ბანკის" TSKAPP აპლიკაცია - უკონტაქტო გადახდა მობილურით

"საქართველოს ბანკი" MasterCard-თან ერთად გადახდის ინოვაციურ მეთოდს ნერგავს.

1 მარტიდან, გადახდა შესაძლებელი იქნება პოსტერმინალზე მობილურის მხოლოდ ერთი შეხებით. ამისათვის, საკმარისია რომ მომხმარებელმა ანდროიდის სისტემის მობილურში ჩამოტვირთოს TSKAPP აპლიკაცია.

როგორც საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 1-ლი მარტიდან საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის მომსახურებისა და შენაძენის გადახდა უმარტივესი გახდება.

„პირველი ბანკიდან საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის მომსახურების და შენაძენის გადახდა უმარტივესი გახდება. მობილურის უბრალო შეხებით ტერმინალთან. საქართველოს ბანკის მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია მასთერქარდის ბარათი  შეეძლება ანდროიდის ტელეფონის დახმარებით შეეძელება ერთი შეხებით გადაიხადოს შენაძენი. ამისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის მასთერქარდის ბარათი tskap აპლიკაციის ჩამოტვირთვა და შესაბამისი პაროლის არსებობა, რომლის მიღება საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში არის შესაძლებელი“,-განაცხადა კიკორიამ.

ცნობისთვის, აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება Google Play Store-იდან და www.tskapp.ge -დან. TSKAPP აპლიკაციის მობილურში ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს ნებისმიერი შენაძენის და მომსახურების საფასურის გადახდას პოსტერმინალზე მობილურის მხოლოდ ერთი შეხებით. აპლიკაციით სარგებლობისთვის, მომხმარებელი უნდა ფლობდეს საქართველოს ბანკის ან ექსპრეს ბანკის მინიმუმ ერთ აქტიურ MasterCard-ის ბარათს და მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომელსაც იყენებს ინტერნეტბანკში ან მობილბანკში. იმ მომხმარებელს, ვისაც ჯერ არ აქვს მომხმარებლის სახელი და პაროლი, შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს. სახელის და პაროლის მიღება, ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tskapp.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics