2024-10-18 17:35:56, 358 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი - რუსეთი საქართველოსთან კონტაქტებს საჭიროებისამებრ ინარჩუნებს
რუსეთი საჭიროებისამებრ ინარჩუნებს კონტაქტებს საქართველოსთან, არის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროს საკითხების განხილვის შესაძლებლობა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია დარჩება.
"ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან. გვაქვს ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ აქტუალური საკითხები, პირველ რიგში ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში, ხალხთა შორის კონტაქტები უშუალოდ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან",- განაცხადა ლავროვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,