19:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 12:51:45, 325 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - გვაქვს აუდიოჩანაწერები, რომლებითაც მტკიცდება, რომ „ოცნება“ მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ცდილობს

გვაქვს აუდიოჩანაწერები, რომლებითაც მტკიცდება, რომ ხელისუფლებისა და „ოცნების“ მაღალჩინოსნები მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ცდილობენ,- ამის შესახებ  „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძემ ზუგდიდში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ კანონდარღვევაზე რეაგირება მოახდინოს.

„ზუსტად რვა დღე დარჩა რუსული ოცნების დამარცხებამდე და საქართველოს უპირობო გამარჯვებამდე. რა მცდელობაც უნდა ჰქონდეს რუსულ ცნებას, დააშინოს და პირადობის მოწმობები წაართვას ამომრჩევლებს, ამას ვერ შეძლებს, რადგან ჩვენმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის, რომ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, რომლისთვის მიცემული ხმა არის მთავარი ინსტრუმენტი ივანიშვილის დასამარცხებლად.

ბოლო რვა დღეში, გრძნობს რა წაგებას, ზუგდიდში და სამეგრელოში რუსული ოცნება გაშმაგებით ცდილობს პირადობის მოწმობების ტოტალურად ჩამორთმევას იმ ადამიანებისთვის, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი. დღეს მე ვასახელებ ამ ადამიანებს:

სოფელ ოქტომბერში - ზაალ გეგეჭკორი - აფხაზეთის პოლიციის მაღალჩინოსანი, ადიკო ივანიშვილის ნათლული; პავლე გეგეჭკორი - სოფელ ოქტომბრის რწმუნებული; ასმათ უბილავა - „ქართული ოცნების“ აქტივისტი; დათო ქირია - ასმათ უბილავას მეუღლე, რომლებიც მიუვარდნენ სოფელში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს, რომლებმაც მათ პირადობის მოწმობა არ მისცეს. ამის შემდეგ ზაალ გეგეჭკორი ამომრჩევლებს დაემუქრა, რომ ისინი ამის გამო პასუხს აგებდნენ. ასევე, ვასახელებ სოფელ რიყის რწმუნებულ გიორგი ჯოჯუას, რომელიც ემუქრება კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ისინი დაკარგავენ სამსახურს. 

მივმართავ ამ ადამიანებს: ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებსაც გადავცემთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ეს არის აუდიოჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ თქვენ ცდილობთ, პირადობის მოწმობები წაართვათ ამომრჩევლებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

ამას გარდა, ამ ნაბიჯით თქვენ ვერ შეძლებთ, მიაღწიოთ მიზანს და მოქალაქეებს წაართვათ ხმის მიცემის უფლება. ასევე, მოვუწოდებ შსს-ს, დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინოს ზემოთდასახელებული ადამიანების მხრიდან კანონდარღვევაზე",- განაცხადა ანა წითლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics