19:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 15:27:00, 261 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება, ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანოს, თუმცა შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე დგანან

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცდებიან, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დაძაბულობა და არეულობა შექმნან". 

ამის შესახებ მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ. 

„ხედავთ, თუ როგორ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები. ეუთო/ოდირ-ის დასკვნაც ვიხილეთ ამაზე. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის გარემოება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, როგორი საარჩევნო კამპანიაც მიდის - მშვიდი, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა. პროცესი ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა რადიკალურ ოპოზიციას არ აწყობს. მაქსიმალურად შეეცდებიან, ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა, დაპირისპირება, არეულობა, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, მოქალაქეებს ბოლომდე ჰქონდეთ კამპანიის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს, რაც მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ნიშნავს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics