|
2024-10-17 15:24:07, 324 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - შეუძლებელია, რადიკალიზმმა, ბოროტებამ რამე წარმატებას მიაღწიოს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებას ვარაუდობს და აცხადებს, რომ ოპონენტებს გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. მისივე მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის ოპოზიციასთან თანამშრომლობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „ამ ოპოზიციას, გინდ შეერთებულს, გინდ დაშლილს, გინდ სალომესთან ერთად, გინდ მის გარეშე, გინდ შალიკოს ფანჩატურით, გინდ მის გარეშე, აქვს ნულის ტოლფასი შანსი. არანაირი შესაძლებლობები არ გააჩნიათ, ეს არის რეალობა. თქვენ თუ გინდათ ამ რეალობის დამახინჯება, საზოგადოებისთვის სხვანაირად მიწოდება, ეს თქვენი საქმეა, შეგიძლიათ გააგრძელოთ, მაგრამ დღევანდელ რეალობაში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვოს საკონსტიტუციო უმრავლესობით. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ აკეთებს შტაბს. მე ამას მივესალმები, რადგან ის ადამიანები ჩვენთან ერთად იზეიმებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას ხელისუფლებაში. დღევანდელ მოცემულობაში შეუძლებელია, რადიკალიზმმა, ბოროტებამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)