|
2024-10-16 16:34:35, 422 ნახვა
პოლიტიკა
მიშელი - საქართველო და მოლდოვა ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან
საქართველო და მოლდოვა მათი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან,- ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში, რომლითაც მიშელმა ისინი 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიწვია. როგორც მიშელი წერილში უთითებს, სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვის საკითხსაც განიხილავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, განხილვის მთავრი თემა უკრაინა იქნება. ევროკავშირის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან "გამარჯვების გეგმას" მოისმენენ. "ევროპული საბჭო განიხილავს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის რამდენიმე საკითხს, მათ შორის მდგომარეობას მოლდოვასა და ასევე საქართველოში. ორივე ქვეყანა მათი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას. ევროპის საბჭოს პასუხისმგებლობაა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებებში, განსაზღვროს კავშირის ზოგადი პოლიტიკური მიმართულებები და პრიორიტეტები და ჩამოაყალიბოს ჩვენი კოლექტიური პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ EU-ის გავლენას გლობალურ სცენაზე",- ნათქვამია მიშელის წერილში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)