20:57 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 14:53:27, 259 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ერთი მადლობა ვინმეს თუ გადაუხდია ოპოზიციურ-ენჯეური, ოპოზიციურ-მედიური ფლანგიდან ივანიშვილისთვის, რომ პირველად გვაქვს იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოს ტერიტორიაზე?!

ასე ძალიან რომ ფიქრობთ ხოლმე, რომელი საელჩო რაში დახარჯავს ფულს, რამდენი დღე გავიდა, რაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ჩამოვიდა, რომელშიც რამდენიმე ათეული მილიონი გადაიხადა ბიძინა ივანიშვილმა, ერთი მადლობა ვინმეს თუ გადაუხდია ოპოზიციურ-ენჯეური, ოპოზიციურ-მედიური ფლანგიდან ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ჩვენ დღეს პირველად გვაქვს იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოს ტერიტორიაზე?! - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიას „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

მისივე თქმით, „როდესაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერი აუქციონზე გამოვიდა, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციასაც ბიძინა ივანიშვილი გაახსენდა, რადგან ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს". 

„ამაზე ვინმემ მადლობა გადაიხადა? წარმოიდგინეთ ახლა, რომ ასეთი ხელნაწერი რომელიმე თქვენი სიმპათიის მქონე დონორს, ან ასე შემდეგ, ამაში დაეხარჯა ფული, აქ ხომ დაიღვრებოდით მადლობებში, ეს ხომ იქნებოდა იმ ქვეყნის დროშების ფრიალის მთელი წარმოდგენა იმ დღეს, იმიტომ რომ ეს როგორი წყალობა გაიღო ამ ქვეყანამ, რომ ჩვენ რაღაცა გაგვიკეთა და ერთი მადლობა ქართველისთვის გენანებათ, რომელმაც აქამდე ამდენი სიკეთე გააკეთა და ახლაც ასეთი სიკეთე გააკეთა. სხვათა შორის შეგახსენებთ, როდესაც ეს ხელნაწერი აუქციონზე გამოვიდა, მაშინ სოციალურ ქსელში ზუსტად იგივე ჯგუფები, რომლებსაც მადლობა ენანებათ დღეს, როგორ ამბავში იყვნენ რომ აბა იქნება ვინმემ იყიდოს და ვინ გაახსენდა ყველას? ვინ გაახსენდა ამ ქვეყანაში? ცოტა არის ფულიანი? თქვენი მფლობელი მამუკა ხაზარაძე? რა ფული არა აქვს ? რატომ არ იყიდა? მეორე ტელევიზიის მფლობელი კეზერაშვილი? ფული არა აქვს? რატომ არ იყიდა? რატომ გაახსენდა ყველას, ოპოზიციასაც, მედიასაც, ენჯეოსაც, რატომ გაახსენდა იმ მომენტში ყველას ბიძინა ივანიშვილი? და ხომ არ იყიდდა ბიძინა ივანიშვილი და ჩამოიტანდა ამ ნაწერს საქართველოში. აი ამიტომ გაახსენდათ, რომ ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც კი, როგორც აღმოჩნდა მისი იმედი აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics