|
2016-02-25 18:28:05, 691 ნახვა
საზოგადოება
თუ მანქანა გყავთ და სწრაფი ფული გჭირდებათ, ეს სტატია თქვენთვისაა!
მსოფლიო მასშტაბით ასობით ბრენდი არსებობს, რომლებიც მანქანების გამოშვებით არიან დაკავებულნი. მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი შემდეგი ბრენდებია: „ვოლკსვაგენი“, „ფიატი“ და „ბი-ემ-დაბლიუ“. ამათ გარდა, როგორც ვთქვი, კიდევ უამრავი ქარხანა არსებობს, მათი გამოშვებული მანქანები კი დღესდღეობით უკვე მილიარდობითაა. არსებობს უამრავი ფორმა, სტილი, რითიც ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან - ზოგი მათგანი ქალაქზეა გათვლილი, ზოგი რთულ გამავლობაზე და ასე შემდეგ. მანქანების ფასებიც, შესაბამისად, მრავალფეროვანია, ეს ზოგჯერ რამდენიმე მილიონ დოლარსაც კი აღწევს! ავტომობილი ბევრი ადამიანისთვის კომფორტისა და ფუფუნების საგანია, ამიტომ მათ, ვისაც ფინანსური პრობლემები არასდროს აწუხებთ, მილიონები არასოდეს დაენანებათ ამ მოსიარულე ყუთში. კომფორტისა და ფუფუნების გარდა, ავტომობილებს სხვა უამრავი დანიშნულება აქვთ. არსებობს გადამზიდი მანქანები, სამგზავრო, დიდი რაოდენობის მგზავრებზე გათვლილი, მანქანები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტომობილით შემოსავლის გაჩენა სავსებით შესაძლებელია მისი მფლობელისათვის. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული საშუალება მანქანით ფულის შოვნისა ტაქსია. თბილისის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი მე -4 მანქანა მაინცაა ტაქსი, ანუ, რა გამოდის? ოჯახის სარჩენად ავტომობილი მშვენიერი მატერიალია! ასეთი საშუალებით შემოსავალი ისეთი პრინციპით მოგვეწოდება, რომ თვიდან თვემდე უნდა ვაგროვოთ. მაგრამ, რა უნდა ვქნათ, თუ მანქანა გვყავს და დიდი ოდენობით ფული დაგვჭირდა, თან მისი შოვნა მოკლე დროშია აუცილებელი? გამოსავალი მარტივია - ავტო ლომბარდი ოცდამეერთე საუკუნე საფინანსო ორგანიზაციების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, მათი უმრავლესობა კი ავტო ლომბარდსაც გვთავაზობს. რაში მდგომარეობს ავტო ლომბარდის არსი? ორგანიზაცია აფასებს ჩვენი მანქანის ღირებულებას და გარკვეული პირობის დართვით ჩვენ ამ თანხას გვაძლევს. ეს პირობები კი ყველა მათგანს სხვადასხვა აქვს. მათ შორის განსხვავება არა მხოლოდ პროცენტში შეიძლება იყოს, არამედ იმაშიც, რომ ერთმა კომპანიამ შეიძლება მანქანის ავტოსადგომზე გაჩერება მოგვთხოვოს, მეორემ კი მისი მართვის უფლება მოგვცეს. მაშ, როგორ გავიგოთ, რომელ ორგანიზაციაში უნდა დავალომბარდოთ ჩვენი ავტომობილი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია, როდესაც არსებობს sesxebi.com.ge - უნიკალური საშუალება მიკრო და მაკრო ორგანიზაციების შესადარებოლად! იხილეთ ჩვენი საიტის ავტო ლომბარდის განყოფილება და საკუთარი თვალით, მარტივად შეადარეთ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ქართველ მომხმარებელზეა გათვლილი!
(R)
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)