|
2024-10-15 15:41:10, 446 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - „ქართული ოცნების“ გამარჯვების საშუალება არის არჩევნების გაყალბება, რაც დაწყებულია
"ქართული ოცნების" გამარჯვების საშუალება არის არჩევნების გაყალბება, რაც დაწყებულია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-ს განუცხადა. როგორც Financial Times-ის სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი პარტია დაადანაშაულა კრემლის მიერ შთაგონებული დაშინების ტაქტიკის გამოყენებაში მომავალი არჩევნების გასაყალბებლად და მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის გააკეთონ. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მაღალი აქტივობა "ქართული ოცნების" სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს. "ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც რუსეთში მოიპოვა ქონება, "ქართული ოცნება" ახორციელებს ზეწოლას სახელმწიფო თანამშრომლებზე, რათა ხმა მისცენ მას, თავს ესხმის ოპოზიციის აქტივისტებს, ემუქრება ჟურნალისტებს და ართულებს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემას",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)