|
2024-10-15 15:16:59, 358 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული პროპაგანდა ზღვარს გასცდა - ვისაც ეუხერხულება თავისი წარმომავლობა, ქსენოფობია!
ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი, ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ. ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ქსენოფობია! - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და "მისი ხელქვეითების რუსული პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა". "ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, "კაგებეშნიკური" პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ. ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს "ოცნების" უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო. ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი, ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ. ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ქსენოფობია! გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას ძლიერ საქართველოში! ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს! აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს - ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს!" - წერს ხაზარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)