|
2024-10-14 14:58:56, 461 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, სტანდარტული ანკეტაა, რომელიც მოსწავლეების მიერ ნებისმიერ ქვეყანაში ივსება
სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ფორმით სკოლის მოსწავლეების მიერ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პერსონალური მონაცემების შესახებ ორგანიზაცია „ჩემი ხმის" და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს ორგანიზაცია დაკავშირებულია „კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან" და „მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს". „ეს ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან", შესაბამისად, მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. მით უმეტეს, როდესაც ისინი ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე საუბრობენ. სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ფორმით სკოლის მოსწავლეების მიერ. წარმოდგენა რომ არ გაქვს არც პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა კომპეტენცია ამ ხალხს არ მოეთხოვება",- განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სკოლებში ბავშვებს მშობლების პირად ნომერს სთხოვენ.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)