23:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 11:36:11, 351 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ოპოზიციის სტილი ეს არის, რომ ადამიანებზე ზეწოლა ჰქონდეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის იმ განცხადებას აფასებს, რომლის თქმითაც, "ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ".

როგორც პაპუაშვილი აცხადებს "ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ ამით დაინტერესდნენ მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, ვინაიდან ეს არის ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე".

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და იხსენებს 2020 წლის არჩევნებს, როდესაც "მათ შორის, იმდროინდელ ცესკოს თავმჯდომარეზე, თამარ ჟვანიაზე ფარული თუ ღია ბულინგი მიმდინარეობდა". 

„ეს ახალი ხომ არ არის, გაიხსენეთ 2020 წელი, არჩევნების წინაც და არჩევნების შემდეგ როგორი ზეწოლა იყო მაშინ ცესკოზე. მათ შორის, მაშინდელ ცესკოს თავმჯდომარეზე, ქალბატონ ჟვანიაზე  იყო პირდაპირი, როგორც ფარული, ისე ღია ბულინგი მის წინააღმდეგ. ოპოზიციის სტილი ეს არის, რომ ადამიანებზე ჰქონდეს ზეწოლა. ერთის მხრივ, კარგია, რომ ეს გასაჯაროვდა და ყველაზე კარგი წამალი არის ყველა ამ ფაქტის გასაჯაროება. ყველა უნდა იქნას მხილებული, თუკი ასეთი ზეწოლა ხდება  და ვფიქრობ, სამართალდამცავი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics