|
2024-10-12 18:09:48, 401 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა თავადვე აფინანსებენ მის გაღრმავებას
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ეუთო/ოდირის წინასაარჩევნო ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მასში კარგად არის ასახული რეალობა. მისივე განცხადებით, დასავლეთი პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდებს საქართველოს, თუმცა თვითონვე უწყობს ხელს მის გაღრმავებას. "თქვენ თუ გადახედავთ ეუთო/ოდირის დასკვნას, იქაც კარგად ჩანს რეალობა. პოზიტიური შეფასებაა. ერთადერთი, რაზეც ყურადღება იყო გამახვილებული, არის პოლარიზაცია, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოლარიზავია შემცირდეს და ხელისუფლება მზადაა, რომ ამისთვის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა თავადვე აფინანსებენ პოლარიზაციის გაღრმავებას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას და ეს არის რეალობა. კამპანიას რაც შეეხება, 2012 წლიდან არჩევნებში ვარ ჩართული და ასეთი მშვიდი გარემო და საარჩევნო კამპანია, როდესაც ყველა პარტიას აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს შეხვედრები, არ ყოფილა. ზოგს არ აქვს ამის საშუალება, მაგრამ ამას სხვა მიზეზები აქვს - რა პირით უნდა მივიდნენ ხალხთან, რაზე უნდა ელაპარაკონ, მაგრამ მთლიანობაში, საარჩევნო გარემო ძალიან კარგია და ეს აღნიშნულ შეფასებაშიც ნათქვამია",- აღნიშნა კალაძემ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)