|
2024-10-12 12:18:38, 387 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ელჩის ინფორმაციით, პრორუსული ალტერნატივა გერმანიისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია
მათთვის, ვისაც საქართველოში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოსწონს: მათი პროექტი საუბრობს შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე [საქართველოსთვის] და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებაზე, - წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პეტრე. ფიშერი X-ში. „ფაქტები ბუნდესტაგის რეზოლუციის შესახებ. სათაური: „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“... მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც იკავებენ მანდატების 57%-ს [ბუნდესტაგში] და ქმნიან მთავრობას: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. გერმანიის მთავრობის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბარბოკმა, ანუ ჰანს-დიტრიხ გენშერის მემკვიდრემ, გუშინ ვაიმარის განცხადება გაავრცელა. მთავარმა ოპოზიციურმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ ეთანხმება შინაარსს, მისცა ხმა "წინააღმდეგი", რადგან ის არ იყო [რეზოლუციის] შექმნის მხარე (ეს ნორმალურია). მათთვის, ვისაც საქართველოში ალტერნატივა გერმანიისთვის მოსწონს: მათი პროექტი საუბრობს შენგენის უვიზო რეჟიმის [საქართველოსთვის] გაუქმებაზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასრულებაზე“, წერს ფიშერი.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)