|
2024-10-11 21:16:15, 432 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბდეს
ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას აქვს ამბიციური მიზანი, რომ საქართველო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბდეს. "ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განვითარებას ყველა მიმართულებით და მეტ ინვესტიციებს მთელი მსოფლიოდან. ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელთაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს ყველა ქართული ინოვაციური სტარტაპ-კომპანიისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ - უახლოეს მომავალში ქართული ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება ქალაქ სან-ფრანცისკოში, სილიკონის ველზე, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ქართულ სტარტაპებს განვითარებაში და იქნება ერთგვარი ხიდი ქართულ სტარტაპებს, წამყვან ვენჩურულ ფონდებსა და ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ლიდერი ფართო რეგიონში ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში - პირველ რიგში ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, პირადად პირველ ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)