2024-10-09 10:39:03, 366 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას ეწვევა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ლაიენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს შეხვდება.
"ეს ვიზიტი კიშინიოვსა და ბრიუსელს შორის არსებულ მზარდ მჭიდრო ურთიერთობებს ხაზს უსვამს",- ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,