22:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 09:33:43, 402 ნახვა

ომი უკრაინაში
ორბანი - უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს

უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგებას ბრძოლის ველზე,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით,“ქვეყნებს შორის დიალოგი და ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია“.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და “რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი არ დაელოდება ინაუგურაციას და უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის მუშაობას 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დაიწყებს.

“უნგრეთის მიზანია, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ამ ომის მოგება ბრძოლის ველზე შეუძლებელია. უბრალოდ, შეუძლებელია. ეს ჩვენი აზრია. ამიტომ, ბრძოლის ველზე თუ ვერ იმარჯვებთ, უნდა აწარმოოთ მოლაპარაკებები, უნდა შეწყვიტოთ ცეცხლი და გადაარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. ეს არის ის, რაც გვსურს. გვინდა ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე, რადგან პირადად მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბრძოლის ველზე გამოსავალი არ არსებობს“,- განაცხადა ორბანმა.

ორბანმა ასევე თქვა, რომ “მეომარ მხარეებს შორის საჭიროა როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი კომუნიკაცია და ეს საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილია, რომ მესამე მხარე მათ შორის შუამავლობდეს“.

მისივე თქმით, “უკრაინასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სტრატეგიის შეცვლაც საჭიროა“.

“ვფიქრობ, სტრატეგია, რომელსაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი მივყვებით, არ არის კარგი. ჩვენ არაფერს ვაჩერებთ. გვსურს, ევროკავშირის ლიდერები დავარწმუნოთ, შეცვალონ სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ეს სტრატეგია, როგორც ხედავთ, არ მუშაობს. ჩვენ გვჭირდება ახალი სტრატეგია“,- აღნიშნა ორბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics