07:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 17:52:51, 582 ნახვა

სამართალი
ანა ნაცვლიშვილმა მამუკა ახვლედიანს მისი გადაყენების საკითხის გაფართოებულ ფორმატში განხილვა შესთავაზა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა მამუკა ახვლედიანს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხის გაფართოებულ ფორმატში განხილვა შესთავაზა. 

ნაცვლიშვილის განმარტებით, თუ ამგვარი ფორმატი ჩატარდება, მასში მონაწილეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მამუკა ახვლედიანი და დაინტერესებული პირები მიიღებენ.  საკითხის გაფართოებულ ფორმატში განხილვის შესაძლებლობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რელგამენტი ითვალისწინებს:

"საბჭოს თავისი რეგლამენტით აქვს ასეთი შესაძლებლობა, რომ საკითხი განიხილოს გაფართოებულ ფორმატში, რაც გულისხმობს საბჭოს წევრების მონაწილეობას და სხვა დაინტერესებული პირების  ჩართულობას. ეს ფორმატი აქამდე გამოყენებული არ ყოფილა, რაც ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ ბევრი საკითხი იხილება საბჭოში, რომელიც  შეიძლება უფრო ფართო საზოგადოების ინტერესის საგანი იყოს, ვიდრე თავად საბჭოს წევრების.

ჩვენ, რა თქმა უნდა, თავად საბჭოს ჩვეულებრივ სხდომებსაც ვესწრებით, მაგრამ  გაფართოებული ფორმატი სხვა უფლებამოსილებას ანიჭებს დამსწრე პირებს, ვიდრე ის, რომ მონიტორინგით ვაკვირდებით ამ პროცესებს. ამიტომ დღეს უბრალოდ იდეის დონეზე შევთავაზე ახვლედიანს, რომ  მიმართოს  საბჭოს გაფართოებულ ფორმატში, სადაც ერთის მხრივ საბჭო და მეორეს მხრივ ახვლედიანი და მესამეს მხრივ სხვა დაინტერესებული პირები შევძლებთ საკითხის მოსმენას, ყველა პოზიციის მოსმენას ერთ ფორმტაში და ჩვენი შეხედულებების დაფიქსირებას. მიუხედავად იმისა ჩატრდება თუ არა გაფართოებული ფორმატი და კონკრეტული მსჯელობა წარიმართება, სამართლებრივი თვალსაზრისით, ის გადაწყვეტილება, რაც გუშინ საბჭომ მიიღო, არის უკანონო და დარჩება უკანონოდ", -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გადააყენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics