01:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 17:44:28, 530 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა.

ამ მიზნით, ცენტრს  აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მწერალი და მთარგმნელი გვანცა ჯობავა ესტუმრა. შეხვედრას დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროექტის -  „წიგნის კლუბის“ წევრები დაესწრნენ. სტუმარმა მოზარდებს რამდენიმე საინტერესო წიგნის შესახებ ესაუბრა. როგორც გვანცა ჯობავამ აღნიშნა, წიგნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო ამიერიდან ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აქციას უერთდება.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში პირველად ხვალ, 24 თებერვალს აღინიშნება. ეს აქცია მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მასში 100 ქვეყნის 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. მისი მიზანია წიგნის პოპულარიზაციის ხელშეწყობა“, - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა გვანცა ჯობავამ.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახაგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია „წიგნის კლუბი“, რომლის მიზანია ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობა/განხილვის გზით ახალგაზრდებში წიგნის კითხვის მიმართ მოტივაციის ამაღლება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება. „წიგნის კლუბის“ შეხვედრები თბილისის გარდა  ყოველკვირეულად სხვადასხვა ქალაქის იუსტიციის სახლებში იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics