2024-10-08 10:58:09, 339 ნახვა
მსოფლიო
ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
როგორც მედია იტყობინება, ილჰამ ალიევი დღეს მოსკოვში, "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის" (დსთ) ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას დაესწრება.
მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში ალიევს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი დახვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,