|
2024-10-07 12:14:42, 536 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Gastronome-ის მეშვიდე ფილიალი წყნეთში გაიხსნა
“საქართველოს ბანკი“ პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, “გასტრონომ ჯგუფმა“ Gastronome-ის ახალი, მეშვიდე ობიექტი, წყნეთში გახსნა, სადაც Brunch by Gastronome-იც დაგხვდებათ. დელიკატესების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი “გასტრონომი“ 2019 წელს დაარსდა. დღეს ის თბილისის სხვადასხვა უბანში 7 მაღაზიით არის წარმოდგენილი, სადაც 2 500-ზე მეტი დასახელების პრემიუმ ხარისხის კვების პროდუქტი, დელიკატესები თუ სასმელი იყიდება. Brunch by Gastronome კი “გასტონომ ჯგუფის“ პროექტია, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღ მენიუს - სენდვიჩებს, სალათებს, სმუზებს და სხვა ბევრ პროდუქტს სთავაზობს. “გასტონომის დელიკატესების მაღაზიებსა თუ რესტორნებში მომხმარებელს კომფორტული გარემო და უმაღლესი სტანდარტის მომსახურება ხვდება. წელს კი კიდევ ერთი, რიგით მეშვიდე ფილიალი გავხსენით. გასტრონომიულ ღირსშესანიშნაობად ქცეულ მაღაზიებში გურმანებს უნიკალური კულინარიული გამოცდილება ელით. “გასტრონომ ჯგუფისა“ და “საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობა 4 წელია, წარმატებულად მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენი ჯგუფის არაერთი პროექტი განხორციელდა. ჩვენ თამამად ვიწყებთ ნებისმიერ ახალ პროექტს და ვუმკლავდებით ახალ გამოწვევებს “საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ საბანკო პროდუქტებით სარგებლობას არ მოიცავს და ის SOLO-ს თუ WM მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ერთობლივი აქციების ორგანიზებასაც გულისხმობს. სამომავლოდ, ჩვენს მომხმარებლებს არაერთ საინტერესო პროექტის განხორციელებას ვპირდებით“,- განაცხადა “გასტრონომის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გეთიაშვილმა. “მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით გასტრონომ ჯგუფი, კიდევ ერთ ობიექტს ხსნის, ამჯერად წყნეთში. ჩვენი რამდენიმე წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად. მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თბილისში, ასევე ქალაქგარეთ. ვფიქრობ აღნიშნული სიახლე “გასტრონომის“ ერთგულ მომხმარებლებს ძალიან გაახარებს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“,- განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, “საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის- 10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი 70 000 + ბენეფიციარი
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)