|
2024-10-05 11:25:19, 530 ნახვა
საზოგადოება
ნათია უჩავა 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია
2024 წლის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ქ.თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, ნათია უჩავა გახდა. გამარჯვებულს გენერალური სპონსორისგან - “გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა. კონკურსი, “ლიბერთი“ ბანკის სტრატეგიული პარტნიორობით მერვედ ჩატარდა და საუკეთესო ათეულის წევრები ლიბერთი ბანკმა ტრადიციულად წელსაც დააჯილდოვა. წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ: გიორგი ლიპარიშვილი - თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნათია ნარსავიძე - დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი; დიმიტრი პოპოვი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი; სოფიო ქუხილავა - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ჩატარდა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - The Global Teacher Prize ნაწილია.
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)