14:38 - 26 Oct, 2026
|
2024-10-04 14:30:11, 487 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - ევროკავშირი ჩინეთთან ეკონომიკური ცივი ომის გზაზე დგას
ევროკავშირი ჩინეთთან ეკონომიკური ცივი ომის გზაზე დგას,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანის თქმით, ამის მიზეზი ევროკავშირის მხრიდან ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებითი ტარიფის 45%-მდე გაზრდის საკითხია, რაზეც კენჭისყრა პარასკევს გაიმართება. "რასაც ისინი ჩვენ გვაიძულებენ, რომ ვქნათ, ან რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს, ეს არის ეკონომიკური ცივი ომი",- განაცხადა ორბანმა. როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთს არ უნდა, რომელიმე ეკონომიკურ ბლოკს შორის იყოს და ქვეყანას ორივე მხარესთან ვაჭრობა სურს. მისივე თქმით, ჩინური ელექტრომობილების ბატარეების ქარხანა უნგრეთში მდებარეობს და ამის ფონზე მის ქვეყანას სურს, გააგრძელოს ვაჭრობა როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან.
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)