21:06 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-04 12:19:15, 414 ნახვა

საზოგადოება
„სელფი“ Nasa Space Apps Challenge 2024-ის პარტნიორია

"სელფი მობაილი", ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ტრადიციულად, მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის, Nasa Space Apps Challenge 2024-ის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია. "სელფი" უკვე მეხუთე წელია, რაც ჰაკათონს უჭერს მხარს და ეხმარება გამარჯვებულებს, საერთაშორისო დონეზე წარადგინონ საკუთარი იდეა.

ჰაკათონი ყოველწლიურად, ერთდროულად იმართება მსოფლიოს 300-მდე სხვადასხვა ქალაქში და გლობალურად აერთიანებს ათასობით მონაწილეს. წლევანდელი ჰაკათონის მთავარი თემაა “The Sun Touches Everything". ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები ინტენსიურად იმუშავებენ და საკითხის ირგვლივ მწვავე პრობლემას, ნასას მონაცემებზე დაყრდნობით, მოუნახავენ ინოვაციურ გადაწყვეტას. შემდეგ ეტაპზე, ადგილობრივი ჰაკათონის გამარჯვებულები ნამუშევრებს გლობალურ დონეზე წარადგენენ და Nasa Space Apps Challenge-ის მთავარ ჰაკათონზე მიიღებენ მონაწილეობას. 

საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის გარდა,  მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ჰაკათონის განმავლობაში დაესწრონ ვორქშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

Nasa Space Apps Challenge 2024-ის ორგანიზატორები არიან სტარტაპ ბიურო და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics