|
2024-10-04 10:34:09, 389 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. "ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე, რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. მას შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნები დაიხურა და დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის მიზნით ჩატარდა კვლევები და მომზადდა ანგარიშები; გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლების, მეცნიერების, არასამთავრობო სექტორის და მოსახლეობის მონაწილეობით. შედეგად, მომზადდა პროექტი და დავიწყეთ რეალური ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის",- აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია რკინა-ბეტონის არხისა და სალექარის სამშენებლო სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ყორულდაშზე ნაპირსამაგრი დამცავი კედლის მშენებლობაც. პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, მომავალი წლის გაზაფხულზე, მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)