|
2016-02-23 15:28:36, 499 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების საკითხზე საპარლამენტო კომისიის შექმნას არ ემხრობა
ტესტირების ჩატარება და საპარლამენტო კომისიის შექმნა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და საქმეებში არ ერთვება "არსებობს სტრუქტურა, მათ შორის სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებები შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ რეალურად ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებებს ღებულობს არა პიარულად, არამედ საქმიდან გამომდინარე. ჩვენ ამ საქმეში ჩარევის ნაკლები რესურსი გაგვაჩნია, არც უნდა გაგვაჩნდეს. მთავრობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და საქმეებში არ ერთვება. ვფიქრობ ეს ბრალდებები არის ჰაერიდან მოტანილი. ტესტირების ჩატარება და საპარლამენტო კომისიის შექმნა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ამიტომ, მამუკა ახველდიანის გადაწყვეტილებას არ ვემხრობი", - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების საკითხზე დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)