|
2016-02-23 15:16:40, 511 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა თურქეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მიიღო
თეა წულუკიანმა თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იუქსელ ქოჯამანი მიიღო. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას თურქეთის დელეგაციასთან ერთად თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფოთა შორის სამართლის უზენაესობისა და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. თეა წულუკიანმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ პროკურატურა გახდა პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი ინსტიტუცია; რომ შეიქმნა ღია და გამჭვირვალე იუსტიციის უმაღლესი საბჭო; შემუშავდა მოსამართლეთა დანიშვნის ახალი წესი მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ასამაღლებლად; მიღებულ იქნა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი. შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან უამრავ სფეროში, მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო საკითხებში. პოზიტიურად იქნა შეფასებული, ასევე, ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი, რაც ხელს უწყობს არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ უწყვეტად და თანმიმდევრულად განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად აისახა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზეც. თურქეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში სამდღიანია და ის 24 თებერვალს დასრულდება.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)