|
2024-10-02 11:59:36, 273 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე ბუდაპეშტში „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება“ სიტყვით გამოვიდა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის ეგიდით, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ორგანიზებით გამართული კონფერენცია სასურსათო ნარჩენებისა და სასურსათო სისტემების მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კონფერენცია უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იშტვან ნაგიმ გახსნა. მათივე ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველომ მიიღო კანონი “სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კანონის მიღებით საფუძველი ჩაეყარა თვისობრივად ახალი სისტემის ჩამოყალიბებას. კანონის მიზანია სურსათის მიწოდების ჯაჭვის თითოეულ საფეხურზე სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების პრევენციასთან და შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, ასევე, სურსათის აღდგენისა და შემდგომი გადანაწილების წახალისება. “დღევანდელი კონფერენცია და კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრები საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისათვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, მათ შორის, საქართველოსთვის, რომელიც ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამს. მიმდინარეობს კომპლექსური მუშაობა FAO-სთან ერთად, რაც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებას ქვეყანაში, მეორეს მხრივ კი, უვნებელ, ჭარბ სურსათს უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობისთვის“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. კონფერენციას “სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება” ათამდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველი პირები ესწრებოდნენ. კონფერენციის ფარგლებში გამართულ მინისტერიალის პანელურ დისკუსიაში, საქართველოსთან ერთად, უნგრეთი, ჩეხეთი და კვიპროსი მონაწილეობდა. გამართულ ღონისძიებებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)