20:18 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 13:41:23, 496 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს იან ჰამაჩეკს შეხვდა

საქართველოს მთავრობის მეთაური ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს იან ჰამაჩეკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს. საქართველოს დელაგაციამ ინფორმაცია მიაწოდა ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის" განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics