01:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 13:03:07, 536 ნახვა

საზოგადოება
#5 დაწესებულებაში მიმების საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა მასტერკლასი ჩაატარა

#5 სასჯელაღსრულების პენიტენციურ დაწესებულებას მიმების საერთაშორისო ორგანიზაციის (ვორლდ მიმე ორგანიზათიონ) პრეზიდენტი მარკო სტოჟანოვიჩი და საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობები ესტუმრნენ. სტოჟანოვიჩმა მსახიობებთან ერთან მსჯავრდებულებისთვის პანტომიმის საფუძვლების, განვითარებისა და მრავალმხრივობის შესასწავლად მასტერკლასი ჩაატარა. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მარკოს სტოჟანოვიჩის ორგანიზაცია პანტომიმის ხელოვნების განვითარების, პოპულარიზაციის და ხელშეწყობის მიზნით მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებას მართავს.

შეხვედრაზე თეატრის წარმომადგენელმა ამირან შალიკაშვილმა მსჯავრდებულებს პანტომიმის ისტორიის შესახებ ესაუბრა და სხვადასხვა სპექტაკლიდან ნაწყვეტების ჩვენება მოაწყო. გარდა ამისა, სტოჟანოვიჩმა მსჯავრდებულებს პანტომიმის მოძრაობებიც ასწავლა.

 “ჩემთვის ეს შეხვედრა ემოციური იყო. მსგავსი გამოცდილება არ მქონია. დახურულ სივრცეში ვიპოვე ხელოვნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მსჯავრდებულებში დიდი და მდიდარი სამყარო დავინახე”-განაცხავა მარკო სტოჟანოვიჩმა.

ამირან შალიკაშვილის განმარტებით, მსგავსი სახის მასტერ კლასი მსჯავრდებულებს რამდენჯერმე ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც მათი  მონაწილეობით ქართული სტილის ნოველა დაიდგმება.

“დაწესებულებაში სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მაგრამ ეს მასტერკლასი ძლიან განსხვავებული, ახალი და საინტერესო იყო ჩვენთვის. ვამაყობ რომ ასეთი  ცნობილი ადამინის გვერდით ვართ და მის გამოცდილებას ვიზირებთ. ჩვენთვის მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია.”- განაცხადა მსჯავრდებულმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics