18:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 12:10:10, 655 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, შონ ო'სულივანმა (Sean M. O'Sullivan) დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა არსებული თანამშრომლობისათვის და იმ პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს ქვეყნის განვითარებისათვის ისეთი მნიშვნელოვან სექტორებში როგორიც არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ბანკის ჩართულობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის დაფინანსების მიმართულებით.

ასევე მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის რეფორმების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მარტის დასაწყისში იგეგმება აზიის განვითარების ბანკის მისია, რომელზეც განიხილება ეკონომიკური რეფორმების გაფართოების საკითხები.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში  (CAREC) საქართველოს შესაძლო გაწევრიანების შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით დაინტერესებულია გააფართოვოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო ფუნქცია, CAREC-ში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო გაზრდის აღნიშნულ პერსპექტივას.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლს საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებაში.

როგორც აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, აზიის განვითარების ბანკი მზადაა საქართველოსთან გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა და გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics